понедельник, 19 августа 2019 г.

ყავაზე ალერგია – რატომ ჩნდება, როგორ გამოვიცნოთ და ვუმკურნალოთ?

ყავაზე ალერგია კაცობრიობის დაახლოებით 5%-ს აქვს, რაც ყავის ერთ-ერთ კომპონენტზე ( ქლოროგენული მჟავა, კოფეინი ან სხვა ნივთიერება) მგრძნობელობის გაზრდით არის გამოწვეული. ყავაზე ალერგია შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმლების და
ღვიძლის დაავადების ფონზე წარმოიქმნას, ასევე ყავის ხშირად დალევის დროს ჩნდება.

ყავაზე ალერგია არსებობს?
ყავის მიმართ გაზრდილი მგრძნობელობის იშვიათი შემთხვევების გამო ჩნდება კითხვა, ყავაზე ალერგია არსებობს თუ არა, რაზეც ექიმები ერთმნიშვნელოვნად პასუხობენ – არსებობს. გაზრდილი მგრძნობელობა იმუნიტეტის შემცირებას, მემკვიდრეობით მიდრეკილებას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმლების ან ღვიძლის დაავადებებს იწვევს. გამამხნებელი ყავის უზომოდ დალევის ჩვევამ შეიძლება ალერგია გამოიწვიოს, მაგრამ იშვიათად გვხვდება.
ყავის კომპონენტები, რომლებიც ალერგიულ რეაქციას იწვევენ:
  • ქლოროგენური მჟავა (შედის ბადრიჯანში, მზესუმზირას თესლში, ღოლოსა და მოცვში).
  • კოფეინი (შედის ჩაიში, ყავასა და შოკოლადში).
  • ტანინი (შედის ჩაიში, ყავასა და შოკოლადში).
  • დანამატები, რომლებიც ხსნად ყავაში გვხვდება.
ქლოროგენური მჟავა ყავის ნამდვილი ალერგენია. ის ყავის ყველა სახეობაში გვხვდება – მარცვლებშიც და ხსნად ყავაშიც. ყველაზე მაღალი კონცენტრაცია მწვანე ყავას აქვს, სადაც ჩვეულებრივთან შედარებით 7-10-ჯერ უფრო მეტი რაოდენობით გვხვდება. ამასთან მწვანე ყავაში კოფეინის რაოდენობა მცირეა და თუ ალერგიის მიზეზი მხოლოდ ესაა, მწვანე ყავა ჩვეულებრივი შავი ყავის შესანიშნავი ალტერნატივაა.
ტანინზე რეაქცია იშვიათად გვხვდება. ეს ნივთიერება ყველაზე მეტად მწვანე ყავაშია, შემწვარ მარცვლებში ცოტა ტანინია. თუ ალერგიის მიზეზი სხვადასხვა საკვები დანამატებია (საღებავები, არომატული ნივთიერებები) უფრო ხარისხიანი და ნატურალური სასმელი შეარჩიეთ. სხვადასხვა დანამატის საფრთხე იმაშიც მდგომარეობს, რომ ის კოფეინის ნორმალურ გამოდევნას ხელს უშლის, რაც ალერგიის მდგომარეობას ამწვავებს.
ყავაზე ალერგია – სიმპტომები
არსებული მიდრეკილების შემთხვევაში ყავაზე ალერგიის გამოწვევა მომზადებული ყავის ან ახალ დაფქული ყავის არომატსაც შეუძლია. ყავაზე ალერგიის კიდევ ერთი თვისება – ორგანიზმის შენელებული რეაქცია. ადამიანი ყავის დალევის შემდეგ სისუსტეს იმწამსვე არ იგრძნობს, არამედ მხოლოდ გარკვეული პერიოდის შემდეგ.
როგორ ვლინდება ყავაზე ალერგია:
  • კანის რეაქცია
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის რეაქცია
  • ნევროლოგიური სიმპტომები
  • ალერგია ხსნად ყავაზე
ზოგი ადამიანი ხსნად ყავას უსაფრთხოდ სვამს და ეჭვი არ ეპარება, რომ ამან შეიძლება ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. ასეთ სასმელში კოფეინი და სხვა კომპონენტები მცირე რაოდენობითაა, თუმცა სხვადასხხვა ქიმიური კომპონენტები გვხვდება, რომელთაც მწარმოებლები ამატებენ. ხსნად ყავაზე ალერგია ხშირად გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე, იწვევს ღებინებას, კუჭის და ნაწლავების აშლილობას. ყავის მიმართ შეუწყნარებლობის თვალსაზრისით ყველაზე სახიფათოა ყავა არომატიზატორებით, სასმელები შეფუთვა „3 1-ში“ – მათში ბევრი დამატებითი ალერგენი გვხვდება.
ალერგია ნატურალურ ყავაზე
ყავაზე ძლიერი ალერგია მაშინ გვხვდება, როცა ადამიანი ნატურალური მარცვლებისგან დამზადებულ ყავას სვამს. ასეთ შემთხვევაში ალერგენები ქლოროგენური მჟავა, კოფეინი და ტანინებია.
ნატურალურ პროდუქტზე ალერგია შეიძლება მძიმე იყოს და გამოიწვიოს:
  • შეშუპება
  • სხვადასხვა სახის გამონაყარი, ქავილი
  • კუჭის ტკივილი
  • ყურის ტკივილი და ქავილი
  • ხველა და სუნთქვის გახშირება
  • ჟრჟოლა
  • თავის ტკივილი, შაკიკის მსგავსი
  • გაზების წარმოქმნა, მუცლის შებერილობა და დიარეა
  • ასთმის შეტევები, კვინკის შეშუპება
   
ალერგია ყავის სკრაბზე
გარეგანი გამოყენების შეთხვევაში ყავა ალერგიას იწვევს? – ამ კითხვას ყავის სკრაბის და ამ პროდუქტის შემცველი თავის მოვლის საშუალებების გამოყენების მოყვარულები დასვამენ. ალერგიული მიდრეკილების შემთხვევაში ყავა როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი გამოყენების დროსაც ალერგიას იწვევს. ამასთან ნეგატიური რეაქცია შეიძლება მხოლოდ მისმა სუნმაც გამოიწვიოს.
გარეგნული გამოყენების დროს ყავაზე ალერგიას ასეთი სიმპტომები აქვს:
  • სურდო
  • გულისრევა
  • თავბრუსხვევა
  • გულისცემის გახშირება
  • გამონაყარი კანზე, ქავილი (გამონაყარი კანის მგრძნობიარე ნაწილებში ჩნდება – სახეზე, კისერზე, მკლავებზე, მკერდსა და იღლიებში).
  • ყავაზე ალერგია ჩვილებში
ახალშობილებს ყავაზე შეიძლება ძლიერი ალერგია ჰქონდეთ, თუ მეძუძური დედა ამ სასმელს ხშირად სვამს. ჩვილს ჯერ სრულად ჩამოყალიბებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტი და ძლიერი იმუნიტეტი არ აქვს. ნეგატიური რეაქცია შეიძლება ძალიან ძლიერი იყოს, მათ შორის დახრჩობის შეგრძნება და კვინკეს შეშუპება. მომავალმა დედამ უნდა იცოდეს, რომ ყავა ორსულობის დროსაც სახიფათოა – ამან შეიძლება გულისა და სისხლძარღვების პათოლოგია, ფილტვების შეშუპება გამოიწვიოს.
რა უნდა გააკეთოთ ალერგიის შემთხვევაში
როცა ადამიანს ყავაზე ალერგია აქვს, შემდეგნაირად უნდა მოიქცეს:
  1. ალერგოლოგს მიმართეთ იმის განსასაზღვრად, თუ რომელ კომპონენტზე გაქვთ რეაქცია.
  2. ყავა და ალერგენების შემცველი სხვა პროდუქტები რაციონიდან გამორიცხეთ.
როგორ გავარკვიოთ, ყავაზე ალერგია გვაქვს თუ არა
ყავაზე ალერგიული რეაქციის გასარკვევად ექიმს უნდა მიმართოთ, რომელიც რიგ დიაგნოსტიკურ კვლევას დაგინიშნავთ. ასეთ პროცედურებს მიეკუთვნება:
  • კომპიუტერული დიაგნოსტიკა
  • კანის ალერგიაზე ტესტები
  • თმის გამოკვლევა
  • სისხლის ანალიზი იმუნოგლობულინზე
ალერგიის ყველაზე გავრცელებულ დიაგნოსტიკას კანის ალერგიაზე ტესტები წარმოადგენს. პროცედურის დრო ექიმი მაჯაზე კანს სპეციალური ინსტრუმენტით კაწრავს, შემდეგ პოტენციურ ალერგენებს აწვეთებს. რამდენიმე დროის შემდეგ ექიმი კანის რეაქციას აკვირდება და ალერგენს განსაზღვრავს. ნეგატიურ რეაქციაზე კანის სიწითლე და შეშუპება საუბრობს.
ყავა – ჯვარედინი ალერგია
ყავაზე ალერგიის გამოვლენის დროს ადამიანმა თავის რაციონს სრულად უნდა გადახედოს, რადგან ჯვარედინი ალერგიის გამო რეაქცია შეიძლება სხვა პროდუქტებზეც გქონდეთ.
ყავაზე ალერგიის დროს ფრთხილად უნდა მოიხმაროთ:
  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი სხვა პროდუქტი
  • ბადრიჯანი
  • კარტოფილი
  • მწვანე ლობიო
  • მოცვი
  • კოწახური
  • მზესუმზირას თესლი
  • ღოლო
  • ლიმონათები კოფეინით – კოკა-კოლა და სხვა
  • წითელი ხორცი
  • ჩაი
ყავაზე ალერგიის დროს მოსალოფნელია ნიკოტინზე და ზოგიერთ მედიკამენტზე, განსაკუთრებით ანტიბიოტიკებზე ალერგია. ზოგიერთ შემთხვევაში თამბაქოზე უარის თქმა ყავის მიმართ შეუწყნარებლობას გააქრობს. სასმელებიდან უპირატესობა ბალახების ჩაის, წვენს და მინერალურ წყალს მიანიჭეთ. ვარდკაჭკაჭა, რომელსაც ყავის ალტერნატივად ირჩევენ, ასევე შეიძლება ალერგიული იყოს. თუ ალერგია ტანინის შეუწყნარებლობითაა გამოწვეულია, უარი უნდა თქვათ:
  • წითელ ღვინოზე
  • ბროწეულზე
  • ხურმაზე
  • დარიჩინზე
  • მიხაკზე
როგორ გავიქროთ ალერგიული რეაქცია?
ერთ-ერთი მთავარი წესი – ალერგიის გამომწვევი პროდუქტების შეზღუდვაა. ყავაზე ალერგიის შემთხვევაში ყავის მიღება უნდა გამორიცხოთ. თუ რეაქცია სუსტია და მხოლოდ ჭარბი მოხმარების დროს ჩნდება, შეგიძლიათ მცირე რაოდენობით მიირთვათ.
როგორ გავიქროთ კანზე ალერგიული რეაქცია
  1. ორგანიზმიდან ალერგენის სწრაფად გამოსადევნად, ენტეროსორბენტი – აქტივირებული ნახშირი, პოლისორბი, ენტეროსგელი უნდა მიიიღოთ.
  2. ალერგიული რეაქციის მოხსნაში დაგეხმარებათ ანტიჰისტამინები – ლორატადინი, ზირტეკი, კლარიტინი, ქსიზალი, ტელფასტი, ცეტრინი.
  3. ქავილს და სიწითლეს გარეგანი საშუალებებით მოიშორებთ – აკრიდერმი, ბელოდერმი, ფენისტილ-გელი, სოვენტოლი.
  4. ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას მოიშორებთ შემდეგი საშუალებების გამოყენებით – ტიზინი, გლაზოლინი, ალერგოკრომი, კრონასოლი, ვიბროცილი.
ალერგიული რეაქციის მოშორებაში ხალხური მედიცინა დაგეხმარებათ:
  1. ორკბილას, გვირილას, ჭინჭრის, სალბის, ქრისტესისხლას, კრაზანას, სვიის ნაყენი შეგიძლიათ კანის გასაწმენად და სახვევების სახით გამოიყენოთ.
  2. 1 გრ მუმია 1 ლ წყალშ გახსენით და 50 მლ ჭამამდე, დღეში 2-ჯერ მიიღეთ, კურსი – 1 თვე.
  3. ნიახურის ფესვების წვენი 1 ჩ/კ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დალიეთ. კურსი – 1 თვე.
რით ჩავანაცვლოთ ყავა ალერგიის დროს?
ყავაზე ალერგიული ნიშნების სრულად გასაქრობად სასმელი რაციონიდან კატეგორიულად უნდა გამორიცხოთ. მის ჩანაცვლებას შეძლებთ ჩაით (თუ მასზე ალერგიული რეაქცია არ გაქვთ), ბალახების ჩაით. მხნეობისთვის შეგიძლიათ ჯენშენი და ელეუტეროკოკი მიირთვათ. თუ ალერგიული რეაქცია სასმელის ჭარბი მოხმარების შემდეგ ჩნდება, მისი სრულად გამორიხვა საჭირო არაა, არამედ შეზღუდეთ – დღეში 1-2 ჭიქა ყავა რძით სიამოვნებას მოგანიჭებთ, მაგრამ ალერგიულ რეაქციას არ გამოიწვევს.

Комментариев нет:

Отправить комментарий