суббота, 17 августа 2019 г.

სანამ გამამხნევებელ ყავას ვსვამთ, ჩვენს შიგნით 9 მოულოდნელი პროცესი მიმდინარეობს


მილიონობით ადამიანი თავის დილას ერთი ჭიქა ყავით იწყებს, რადგან ის გამოფხიზლებაში გვეხმარება, ენერგიით გვავსებს და სამუშაო დღეს უფრო პროდუქტიულს ხდის.
იცით თუ არა, ყოველდღიური გამამხნევებელი ერთი ჭიქა ყავა თქვენს ჯანმრთელობაზე რა გავლენას ახდენს?

გთავაზობთ მეცნიერულად დამტკიცებულ ფაქტებს, რომლებიც მსოფლიოში პოპულარულ სასმელს სხვა კუთხით დაგანახებთ.

ყავის მოხმარება

1. ყავა უფრო ჭკვიანს გაგხდით
„ადამიანის გონების ძალა პირდაპირ მიღებული ყავის რაოდენობაზეა დამოკიდებული“ – აღნიშნა შოტლანდიელმა ისტორიკოსმა და ფილოსოფოსმა სერ ჯეიმს მაკინტოშმა.
მას ბარსელონის უნივერსიტეტის მკვლევარები მხარს უჭერენ. მათ დაამტკიცეს, რომ ტვინი უფრო ეფექტურად მუშაობს, როცა კოფეინის და გლუკოზის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
რთული ამოცანის წინაშე იმყოფებით? თქვენი დღე 1 ჭიქა ყავით და რაიმე ტკბილი სასუსნავით დაიწყეთ. პრობლემას მალე გადაჭრით.
2. ყავა უფრო ბედნიერს გაგხდით
დამტკიცებულია, რომ ნატურალური ყავის ზომიერი მოხმარება ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს, შრომისუნარიანობას და ენდორფინის, ბედნიერების ჰორმონის, წარმოებას ზრდის.
ჰარვარდის სკოლაში ჩატარებული კვლევის მონაცემებით, ყავა მსუბუქი ანტიდეპრესანტის სახით მოქმედებს. ის ნეიროტრანსმიტერების, მათ შორის სეროტონინის, დოფამინის და ნორადრენალინის წარმოებას ზრდის.
ამით ყავის მოყვარულებს შორის დეპრესიის დაბალი მაჩვენებელი აიხსნება. დღეში 1 ჭიქა ყავა სუიციდის რისკს 50%-ით ამცირებს.
3. ყავა დიაბეტისგან დაგიცავთ
მსხვილმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ დღეში რამდენიმე ჭიქა ყავა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებს მაჩვენებლებს აუმჯობესებს.
მათ, ვინც დღეში რამდენჯერმე ყავას სვამს, გლუკოზის დონის და სისხლში შარდის მჟავის უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვთ, რაც ინსულინის მიმართ ორგანიზმის მგრძნობელობას აუმჯობესებს. რა თქმა უნდა, საქმე უშაქრო ყავას ეხება და არა ყავაზე კანფეტების მიყოლებას.
4. ყავა ალცჰაიმერის დაავადების რისკს ამცირებს
ტორონტოს უნივერსიტეტის სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ყავა ალცჰაიმერის დაავადებისგან დაგიცავთ. ანტიოქსიდანტები, რომლებიც სასმელს მწარეს ხდის, ტვინის უჯრედებისთვის ტოქსიკური ამილოიდური ფირფიტების წარმოქმნას ხელს უშლიან. როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, ანტიოქსიდანტების რაოდენობა მარცვლეულის შეწვის დროს იზრდება.
5. ყავა პარკისონის დაავადებისგან დაგიცავთ
როგორც მინიმუმ 5 გამოკვლევა ამტკიცებს, რომ დღეში 2 ჭიქა ყავის მოხმარება პარკისონის დაავადების რისკს 40%-ით ამცირებს.
ფარმაცევტულმა კომპანიებმა უკვე დაიწყეს მედიკამენტის წარმოება, რომელიც პარკისონის დაავადების პროფილაქტიკის მიზნით კოფეინის სასარგებლო თვისებების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
თუმცა გახსოვდეთ, რომ კოფეინი ყველა ადამიანზე განსხვავებულად მოქმედებს. მას უკუჩვენება გააჩნია და შეიძლება გვერდითი ეფექტი გამოიწვიოს.
6. ყავა გულ-სისხლძარღვთა დაავადების რისკს ამცირებს
მეცნიერებმა გულ-სისხლძარღვთა დაავადებასა და კოფეინის მოხმარებას შორის 230 000 ცდის პირი შეისწავლეს. მათ შორის, ვინც ყავას რეგულარულად სვამდა, ინფარქტის რისკი გაცილებით ნაკლები ჰქონდა ვიდრე მათ, ვინც ყავას იშვიათად სვამდა.
7. ყავა უფრო მეგობრულს გხდით
გამოკითხვის დროს რესპოდენტები ამბობდნენ, რომ ყავა მათ სამყაროს მიმართ უფრო მეგობრულს ხდიდა, პოზიტიურად აზროვნებსა და სამსახურის შესრულებაში ეხმარებოდათ.
ყავას ზოგჯერ გამამხნევებელ აფროდიზიაკს უწოდებენ: ის არა მხოლოდ ნერვულ სისტემას აცოცხლებს, არამედ სასიყვარულო საქმეებში ძალებს შეგმატებთ. რომანტიკულ შეხვედრებზე შეყვარებულები ყავის სანთებს ტყუილად არ ანთებენ და ჭიქა ყავაზე ტყუილად არ პატიჟებენ.
8. ყავამ შეიძლება სიმსივნისგან დაგიცვათ
ყოველდღე 2 ჭიქა ნატურალური, უშაქრო ყავის დალევა პანკრეასის, ღვიძლის, სწორი და მსხვილი ნაწლავის რიკსს ამცირებს, ხოლო მწეველებში სისხლის სიმსივნის წარმოქმნის რისკს ამცირებს.
9. ყავა თქვენს ღვიძლს გადაარჩენს
ამერიკელი მეცნიერები 19 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, თუ მოხალისეების ორგანიზმზე ყავას რა გავლენა ჰქონდა. როგორც აღმოჩნდა, ადამიანები, რომლებიც დღეში 2-ზე მეტ ჭიქა ყავას სვამდნენ, ღვიძლის დაავადება ნაკლებად აწუხებდათ.
ყავა მედიკამენტი არაა, მგრამ ღვიძლის ბუნებრივ დამცველთა სიას შეიძლება მივაკუთვნოთ. კოფეინი ღვიძლის ფერმენტების წარმოებას ხელს უწყობს და ციროზის ან სიმსივნის განვითარებას აფერხებს.
როგორც ხედავთ, კოფეინი ორგანიზმს ზიანს არ აყენებს პირიქით უფრო სარგებელი მოაქვს. საქმე მის დოზას ეხება. ექიმები გირჩევენ, რომ დღეში 150-300 მგ კოფეინზე მეტი არ დალიოთ. ეს დაახლოებით 1,5-2 ჭიქა მარცვლეულის ან 2-3 წიქა ხსნადი ყავაა.
ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში ექიმმა და ფილოსოფოსმა პარაცელსუსმა სამართლიანად აღნიშნა, რომ „ყველაფერი შხამია, ყველაფერი წამალია, ერთსაც და მეორესაც დოზა განსაზღვრავს“. დალიეთ ყავა, მაგრამ ეცადეთ, რომ ჭარბად არ მოიხმაროთ.

Комментариев нет:

Отправить комментарий