1. ყავა ანტიოქსიდანტების საუკეთესო წყაროა.
2005 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით აღმოჩნდა, რომ ყავა ანტიოქსიდანტების საუკეთესო წყაროა. ამასთან, მეცნიერების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ანტიოქსიდანტებს ხილი და ბოსტნეულიც შეიცავს, ადამიანის ორგანიზმი ყავისგან უფრო მეტად ეფექტურად იღებს აღნიშნულ ნივთიერებას.
2. ყავის სურნელი სტრესს ხსნის.
გამოკვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ყავის სურნელი უძილობისგან გამოწვეულ სტრესს ხსნის.
3. გასაოცარია, თუმცა ფაქტია, რომ ყავას პარკინსონის დაავადების სიმპტომების შემცირება შეუძლია.
კვლევის შედეგად ადრეც დადგინდა, რომ კოფეინი აღნიშნული დაავადების რისკს ამცირებს. მეცნიერები ახალი კვლევითაც ირწმუნებიან, რომ პარკინსონით დაავადებული ადამიანები მოძრაობებს უკეთ აკონტროლებენ, თუ ისინი ყოველდღიურად სვამენ ყავას.
4. ყავა სასარგებლოა ღვიძლისთვის (განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენ ალკოჰოლს სვამთ.)
125 ათას ადამიანზე ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეში მინიმუმ ერთ ჭიქა ყავას მიირთმევს, ციროზისა და ღვიძლის დაავადების წარმოქმნის რისკი 20%-ით ნაკლებია.
5. ყავა ბედნიერების მომტანია.
გამოკვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ის პირები, ვინც დღეში 4-5 ჭიქა ყავას სვამენ, ნაკლებად არიან დეპრესირებულები. ეს კი კოფეინს უკავშირდება.
6. ყავის დალევა სუიციდის შემთხვევებს ამცირებს.
საოცარი აღმოჩენა გააკეთეს ჰარვარდის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა. მათი განმარტებით, დღეში 2-4 ჭიქა ყავა, სუიციდის რისკს 50%-ით ამცირებს, როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში.
7. ყავა კანის კიბოს რისკს ამცირებს.
ასევე საოცარი აღმოჩენა ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმებისგან. ისინი 112 897 ადამიანს 20 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ ქალები, რომლებიც დღეში მინიმუმ სამ ჭიქა ყავას სვამდნენ, კანის კიბოს დაავადების რისკის ქვეშ ნაკლებად იმყოფებოდნენ.
8. ყავა დაგეხმარებათ გახდეთ საუკეთესო სპორტსმენი.
მეცნიერებმა და ათლეტებმა უკვე იციან, რომ ვარჯიშის წინ ერთი ჭიქა ყავა, სპორტულ შედეგებზე დადებითად მოქმედებს. განსაკუთრებით ისეთ სახეობებში, სადაც ამტანობაა აუცილებელი. მაგალითად - სირბილი და ველოსიპედით სიარული.
9. ყავა დიაბეტის რისკს ამცირებს.
10. ყავა უფრო ჭკვიანს გხდით.
მეცნიერების განმარტებით, ყავა თქვენს ტვინს ეხმარება აზროვნებაში და უფრო ეფექტურ მუშაობაში. განსაკუთრებით გეხმარებათ ყავა უძილობისას ან დილას ახალ გაღვიძებულზე გამოფხიზლებაში.
წყარო: Lifestyle&Fashion.
Комментариев нет:
Отправить комментарий