დაგჭირდებათ: 1 კილო ხაჭო, 500 გრმი არაჟანი, 200 გრამი კარაქი, 5
კვერცხი, 200 გრამი შაქარი, სუნელები: ვანილი, დანის წვერით დაფქული
მიხაკი, დარიჩინი, ილი. კაკლის მურაბა,
ჩირები და ცუკატები და დაჭრილი. 100 გრამი ნუში
აუცილებლად შეიძინეთ ჯანსაღი ხაჭო, ხელით გაწურეთ და შემდეგ საცერში გაატარეთ. გადაიტანეთ სქელძირიან ქვაბში. დაუმატეთ კვერცხები, არაჟანი, კარაქი და ძალიან კარგად მოურიეთ. დადგით ნელ ცეცხლზე, ხის კოვზით ურიეთ და მიიყვანეთ ადუღებამდე.
კარგად გააციეთ. უკვე გაციებულ ხაჭის მასას დაუმატეთ შაქარი. ნუში წინასწარ მოხალეთ, გააცალეთ კანი და ბასრი დანით წვრილად დაჭერით. დაუმატეთ გემოვნებით ვანილი, დაფქული მიხაკი, დარიჩინი და ილი.
ცალკე: მურაბიდან ამოიღეთ კაკლები, დაჭერით წვრილად და აურიეთ ხაჭოს.
ასევე გემოვნებით - წვრილად დაჭრილი ფერადი ცუკატები ან სხვადასხვა ჩირი.
რამდენიმე ფენად გადაკეცეთ მარლის ნაჭერი, გადაიტანეთ ხაჭოს პასკა მარლაზე და კარგად გამოკარით. ცოტა ხნით დატოვეთ ჯამზე, სადაც მასიდან სითხე დაიწრიტება. წყალი გადაწურეთ, ხაჭო მოათავსეთ სასურველ ყალიბში (ხშირად იყენებენ ყვავილის ახალ ქოთნებს). მთავარია ყალიბს ძირში ჰქონდეს ნახვრეტი, ხაჭოში დარჩენილი სითხე რომ გამოვიდეს.
დაადეთ ხაჭოს პასკას მძიმე საგანი, კარგად რომ დაიპრესოს. შედგით მაცივარში რამდენიმე საათით. სასურველია, თუ დავჭრით მეორე დღეს.. ცუკატების გარდა პასკას აგემრიელებს წვრილად დაჭრილი ფორთოხლის და ლიმნის ჩირი, ან ცედარა.

Комментариев нет:
Отправить комментарий