მიყვარს ექსპერიმენტები და ... თქვენ თქვენებურად მომაზადეთ ...
1. საჭიროა: 300 გრამი ბისკვიტი (მე შევცვალე ფხვიერი ნამცხვრით, თუმცა შეგიძლიათ ბისკვიტი ან გამოაცხოთ ან იყიდოთ მზა), 500 გრამი არაჟანი, მარწყვი, კივი ან ნებისმიერი რბილი ხილი (ზამთარში ფორთოხლის და მანდარინის გაფცქვნილი ლებნებით უგემრიელესი გამოდის!), 1 ჭიქა შაქარი და 3 სუფრის კოვზი ჟელატინი. ანუ ინგრედიენტები სულ ეს არის;
2. ჟელატინი დავალბოთ ნახევარ ჭიქა წყალში 30 წუთით. პარალელურად არაჟანი და შაქარი ავთქვიფოთ.
3. 30 წუთის შემდეგ ჟელატინი ცეცხლზე შემოვდგათ და სრულ გადნობამდე დაბალ ცეცხლზე გავაჩეროთ (არ უნდა აგვიდუღდეს!)
4. დამდნარ ჟელატინში არაჟანი ნელ-ნელა ჩავუშვათ და კარგად მოვურიოთ.
5. ღრმა მრგვალ ფორმაში ჩავაფინოთ სამზარეულოს ცელოფანი (ამოვაფინოთ და ბოლოები ფორმაზე გადმოვკეცოთ) და ძირში მოვათავსოთ დაჭრილი ხილი, შემდეგი ფენაა დაჭრილი ბისკვიტი, მერე კვლავ ხილი და ასე გავავსებთ ფორმას!
6. ბოლოს მოვასხამთ ჩვენს მომზადებულ ჟელატინიან არაჟანს (ზუსდად ჩაასხით, კარგად რომ გადანაწილდეს!) შედგით ფორმა 2+ საათით მაცივარში, როცა ჟელატინი შეიკვრება გამოიღეთ და ფრთხილად ამოაბრუნეთ ლამაზ თეფშზე... მორთეთ, რა ხასიათზეც იქნებით, იმის მიხედვით!!!!

Комментариев нет:
Отправить комментарий